18 ნოემბერი 2024,   13:18
ვრცლად
დაპირისპირება პრეზიდენტსა და საპატრიარქოს უნივერსიტეტის ხელმძღვანელს შორის

საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს საქართველოს საპატრიარქო უპირისპირდება. საპატრიარქოს უნივერსიტეტის ხელმძღვანელმა, გიორგი ანდრიაძემ დღეს ღიად გააკრიტიკა ქვეყნის მეთაური და საქართველოში სეპარატიზმის ხელშემწყობი პირების მფარველობაში დაადანაშაულა.

პრეზიდენტის მრჩეველმა, კახა კოჟორიძემ გიორგი ანდრიაძე ბინძურ თამაშში დაადანაშაულა.

ღია წერილში, რომლის ადრესატიც საპარლამენტო უმრავლესობაა, ანდრიაძე ითხოვს იმ პირების ვინაობის გასაჯაროებას, რომლებმაც ორმაგი მოქალაქეობა მიიღეს.

პრეზიდენტის მიერ ორმაგი მოქალაქეობის მინიჭების საკითხი შესაძლოა პარლამენტმა შეისწავლოს. რა ფორმატში მოხდება საკითხის განხილვა, მას შემდეგ გადაწყდება, რაც შესაბამისი უწყებები პარლამენტს ინფორმაციას მიაწვდიან. ხოლო ოპოზიციისთვის გაურკვეველია, თუ რა ფორმატში შეიძლება განიხილოს საკითხი პარლამენტმა.

პოლიტიკოსები თვლიან, რომ გიორგი ანდრიაძე პრეზიდენტის დისკრედიტაციასთან ერთად საპატრიარქოში არსებული პრობლემებიდან ყურადღების გადატანას ცდილობს.

დღის ამბები