წაღვერის ტყეში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობაში ვერტმფრენი ჩაერთვება. ამის შესახებ ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, დიმიტრი ყიფიანმა "კურიერთან" სატელეფონო საუბრისას განაცხადა.
"ვერტმფრენები ძალიან მალე იქნება გამოგზავნილი. მოსახლეობასთან ახლოს არ არის, საფრთხე არ ემუქრებათ,"- აღნიშნა გამგებელმა.
წაღვერის ტყეში ხანძარი, დაახლოებით, ერთი საათის წინ გაჩნდა. ცეცხლი იმ ტერიტორიაზე გაჩნდა, სადაც ცოტა ხნის წინ სტიქიას ებრძოდნენ. მოსახლეობა ამბობს, რომ ცეცხლის ჩაქრობაში ვერტმფრენები დროულად უნდა ჩაერთონ.
„ძირიდან წვერამდე ცეცხლია და სახანძრო მოვიდა, მაგრამ ვერ შედიან და ვერ აქრობენ. ვერტმფრენი არ არის,“- განაცხადა "რუსთავი 2-თან" თვითმხილველმა, თამარ მღებრიშვილმა.