ადვოკატთა კოალიციურმა ჯგუფმა ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის პოსტზე დავით ასათიანის კანდიდატურა წარადგინა.
მანამდე დავით ასათიანი ადვოკატთა ასოციაციის საერთაშორისო მდივნის თანამდებობაზე მუშაობდა. წარდგენას ასოციაციის წევრები ესწრებოდნენ. არჩევნები მიმდინარე წლის დეკემბერში ჩატარდება.