18 ნოემბერი 2024,   13:21
ვრცლად
გვანცა ყუფარაძის საქმის დეტალები და სტრასბურგის უარყოფითი დასკვნა მის სარჩელზე

2007 წელს, მე-9 კლასის მოსწავლე, გვანცა ყუფარაძე, პირველი ინსტანციის სასამართლომ კლასელის მკვლელობის მცდელობაში დამნაშავედ ცნო, 5 წლით თავისუფლების აღკვეთა და 5-წლიანი პირობითი მსჯავრი შეუფარდა.

გვანცა ყუფარაძემ ბრალი არ აღიარა და ამტკიცებდა, რომ კლასელის დაცვას ცდილობდა, მას კი თავს 4 უცნობი პირი დაესხა.

ეს მტკიცება „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ დაიჯერა. იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი პირადად აცხადებდა, რომ გვანცა ყუფარაძის წინააღმდეგ ევროპული კონვენციის მუხლები დაირღვა და მას სასჯელი უკანონოდ მოახდევინეს. ის საქმის უშუალო მოსამართლე თამარ ალანიასაც ღიად აკრიტიკებდა.

ბრალდებული მოგვიანებით გაათავისუფლეს და ამჟამად ის იუსტიციის სამინისტროში მუშაობს.

გვანცა ყუფარაძემ საკუთარი საქმე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაასაჩივრა. ის აცხადებდა, რომ არასრულწლოვათა საპყრობილის ნაცვლად, ზრდასრულთა ციხეში განათავსეს, არ ჰქონდა ვენტილაცია, ასევე არ მიეცა სამართლიანი სასამართლო განხილვისა და მოწმეების დაკითხვის უფლება. ყუფარაძის განმარტებით, მის საქმეზე სასამართლო დავა უსამართლო იყო, რადგან სააპელაციო სასამართლომ მისი ვერსიის დამამტკიცებელი ალტერნატიული ექსპერტიზის დასკვნები არ გაითვალისწინა.

ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლომ საქმეში გვანცა ყუფარძე საქართველოს წინააღმდეგ დაადგინა, რომ ყუფარაძის მიმართ არცერთი პუნქტი, რასაც მხარე მიუთითებდა, არ დარღვეულა. გადაწყვეტილების გასაჯაროების შემდეგ ევროპული სასამართლო თეა წულუკიანმა გააკრიტიკა და განაცხადა, რომ სასამართლოს სიღრმისეულად საქმე არ განუხილავს.

ამავე თემაზე
დღის ამბები