თბილისის უძველეს ტაძარში ანჩისხატის ეზოში თანამედროვე ხის ნაგებობა ცოტა ხნის წინ გაჩნდა. მინაშენი თითქმის დასრულებულია და მრავალფუნქციური ნაგებობა ანჩისხატის უძველეს ტაძარს თავისებურად გააფართოებს.
რა ფუნქცია ექნება შენობას, ამაზე სასულიერო პირებს სხვადასხვა პასუხი აქვთ. მღვდლების მიერ დასახელებული ვერსიებიდან, უცნობია რომელ ფუნქციას შეითავსებს ის.
ტუროპერატორთა ასოციაციის თავმჯდომარე ია თაბაგარი ამბობს, რომ ახალი ნაგებობის ადგილას, ვაზი ხარობდა და საფლავები იყო.
ანჩისხატი თბილისის ყველაზე ძველი ქრისტიანული ტაძარია. გაურკვეველი ტიპის ნაგებობა ანჩისხატის უძველესი ტაძრის კარიბჭესთან იმ სააგენტოს ნებართვით შენდება, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს უნდა იცავდეს.
ავტორი: თეა ადეიშვილი.