06 ოქტომბერი 2024,   18:32
ვრცლად
თავდასხმა იერუსალიმში - გარდაცვლილია სამი ადამიანი

ისრაელის 3 მოქალაქე ემსხვერპლა თავდასხმას იერუსალიმში. ქალაქის ერთ-ერთ გარეუბანში წარმოშობით პალესტინელმა თავდამსხმელმა ჯერ ცეცხლი სამართალდამცველებს გაუხსნა, შემდეგ კი გამვლელებს დანით დაესხა თავს.

ერთი დაჭრილის მდგომარეობა კრიტიკულია, ის ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, უსაფრთხოიების სამსახურის წარმომადგენლებმა ტერორისტი ადგილზე მოკლეს.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ამ დრომდე არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.

დღის ამბები