06 ოქტომბერი 2024,   18:32
ვრცლად
პეტრო პოროშენკო დონბასში, გაეროს სამშვიდობო მისიაში რუსეთის მონაწილეობას გამორიცხავს

უკრაინის პრეზიდენტი დონბასში, გაეროს სამშვიდობო მისიაში რუსეთის მონაწილეობას გამორიცხავს. კანადური ტელეარხისთვის მიცემულ ინტერვიუში პეტრო პოროშენკომ განაცხადა, რომ რუსეთი ამ მისიის ნაწილი ვერ გახდება, რადგან ის აგრესორი ქვეყანა და კონფლიქტის მხარეა.

მისივე თქმით, უკრაინისთვის მიუღებელია მოსკოვის პროექტი სამშვიდობო ძალების განლაგების შესახებ, რადგან მიიჩნევს, რომ მოსკოვს სურს, გაეროს მშვიდობისმყოფელები ეუთოს დამკვირვებელთა პირად მცველებად გამოიყენოს.

აღმოსავლეთ უკრაინაში საერთაშორისო მშვიდობისმყოფელთა განლაგების ინიციატივა პეტრო პოროშენკომ გაეროს გენასამბლეის სესიაზე წამოაყენა და მის წინადადებას მსოფლიო ლიდერებმა მხარი დაუჭირეს.

დღის ამბები