საქართველო-დაღესტნის საზღვარზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული მესაზღვრეების ოჯახის წევრები სასაზღვრო პოლიციის უფროსებს უყურადღებობაში ადანაშაულებენ. მათი თქმით, მომხდარის შესახებ მხოლოდ საავადმყოფოს თანამშრომლებისგან შეიტყვეს და სასაზღვრო პოლიციიდან არავინ დაკავშირებიათ.
დაშავებულების ოჯახის წევრები ამ წუთებში საავადმყოფოსთან იმყოფებიან. ორი პაციენტი დამწვრობის ცენტრის რეანიმაციის განყოფილებაშია მოთავსებული და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
მომხდართან დაკავშირებით სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტმა განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ პირველადი ინფორმაციით, აფეთქება გაზის ბალონის აალებას მოჰყვა და მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია.