„ავტომობილების ტექდათვალიერება 2018 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება და არცერთი დღით არ გადაიწევს,” - ეს განცხადება ეკონომიკის მინისტრმა, გიორგი გახარიამ, დღეს გააკეთა.
მისი თქმით, პროექტზე უკვე მუშაობს შვეიცარული კომპანია, რომელიც მსოფლიოში ამ სფეროში ერთ-ერთი საუკეთესოა. საინფორმაციო კამპანია კი ოქტომბრიდან დაიწყება.
„დაახლოებით ოქტომბრის ბოლოს დაიწყება სპეციალური კამპანია, მიძღვნილი ტექდათვალიერების, ასე ვთქვათ, დროულად და ხარისხიანად ამოქმედების. პირველი ნაბიჯი რაც იქნება, იქნება კონტროლის გამკაცრება და შემდეგ, უკვე ერთი წლის განმავლობაში, იქნება მაქსიმალური რაოდენობა მანქანები, რომლებიც ამ ტექდათვალიერებას გაივლიან,“ - აღნიშნა გიორგი გახარიამ.