საქართველო-რუსეთის საზღვრის დაღესტნის მონაკვეთზე მომხდარ აფეთქებას ერთი ქართველი მესაზღვრე ემსხვერპლა. გამოძიების წინასწარი ინფორმაციით, ადგილზე გაზის ბალონი აფეთქდა, თუმცა, სამართალდამცველები სხვა ვერსიებსაც განიხილავენ. სამი დაშავებული სხვადასხვა ხარისხის დაზიანებით მკურნალობას აგრძელებს.
დაშავებული მესაზღვრის ოჯახი სასაზღვრო პოლიციის ხელმძღვანელებს უყურადღებობაში ადანაშაულებენ. დავით ბერძენიშვილის ახლობლები ამბობენ, რომ მომხდარის შემდეგ მათ არავინ დაკავშირებით და დაშავების შესახებ მხოლოდ საავადმყოფოდან შეატყობინეს.
სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტში ოჯახის პრეტენზიებს არ იზიარებენ.
სოფელ შილდას მიმდებარე ტყეში აფეთქების ხმა გვიან საღამოს გაისმა. მესაზღვრეებმა დაშავებულები საავადმყოფოში მომხდარიდან რამდენიმე საათში ჩამოიყვანეს.
აფეთქებისას გარდაცვლილი მესაზღვრე ამ დროისთვის უკვე საკუთარ სახლშია გადასვენებული. დამწვრობის ცენტრში მყოფ დაშავებულებს კი საოპერაციოდ ამზადებენ.
ავტორი: ია გულიაშვილი.