06 ოქტომბერი 2024,   18:32
ვრცლად
ჟურნალ "PLAYBOY"-ის დამფუძნებელი გარდაიცვალა

91 წლის ასაკში ჟურნალ "PLAYBOY"-ის დამფუძნებელი ჰიუ ჰეფნერი გარდაიცვალა. ის ლოს ანჯელესში საკუთარ სახლში დაიღუპა, სადაც ჟურნალის მთავარი ოფისი მდებარეობდა. "PLAYBOY"-ის გამოცემა ჰეფნერმა სწორედ საკუთარი სახლის სამზარეულოში დაიწყო.

პირველი ნომერი 1953 წელს დაიბეჭდა და შიშველი მერილინ მონროს ფოტოებს მოიცავდა, რომლებიც ჰეფნერმა მაშინ 200 დოლარად შეიძინა. 600 დოლარით დაწყებულმა ბიზნესმა კი, ის მალევე მილიონერად აქცია.

"PLAYBOY"-ის ეროტიკული ფოტოების გარდა, ცნობილ ადამიანებთან ინტერვიუები იბეჭდებოდა, მათ შორის იყო ფიდელ კასტრო, მარტინ ლუთერ კინგი და ჯონ ლენონიც.

სავარაუდოდ, ჰეფნერს მერილინ მონროს გვერდით დაკრძალავენ. ეს ადგილი მან 1992 წელს 75 ათას დოლარად იყიდა.

დღის ამბები