18 ნოემბერი 2024,   13:19
ვრცლად
„ვითარებას ართულებს, ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარება," - გრიგოლ მარაქველიძე დაკავებული მეზღვაურების შესახებ 

ლიბიაში, ტანზანიის დროშის ქვეშ მცურავ გემზე დაკავებული ქართველი მეზღვაურების შესახებ განმარტება გააკეთა საგარეო  საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამმართველოს უფროსმა გრიგოლ მარაქველიძემ.

ვითარებას ქვეყანაში არსებული პოლიტიკური მდგომარეობა ართულებს. გარდა ამისა, ლიბიაში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა არ მდებარეობს. 

„ვითარებას ართულებს, თვითონ ქვეყანაში არსებული შიდა პოლიტიკური ვითარება. ასევე ის, რომ ადგილზე ლიბიაში ჩვენ დიპლომატიური წარმომადგენლობა არ გვაქვს განთავსებული. ლიბიაზე მუშაობს საქართველოს საელჩო ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში, რომელიც ასევე ჩართულია საკითხში. საკითხთან დაკავშირებით, დახმარების თხოვნით მივმართეთ და ჩავრთეთ უნგრეთის ელჩი ლიბიაში, რომელიც გვეხმარება ადგილზე ვითარების გარკვევაში,“ - აცხადებს გრიგოლ მარაქველიძე.

მარაქველიძის განმარტებით, ქართველი მეზღვაურები განთავსებულები არიან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში და მათ მოსამართლემ 30 დღით გაუხანგრძლივა წინასწარი პატიმრობის ვადა.

„ჩვენ ნომერი გვაქვს კაპიტნის, ჩვენი მოქალაქის, რომელზეც არა ერთხელ სცადა დაკავშირება ჩვენმა საელჩომ და სამწუხაროდ ვერ მოახერხეს დაკავშირება,“ - აცხადებს გრიგოლ მარაქველიძე.

ლიბიაში, ტანზანიის დროშის ქვეშ მცურავ გემზე დაკავებული ქართველი მეზღვაურები კვლავ პატიმრობაში რჩებიან. მეზღვაურები დღეს "კურიერს" დაუკავშირდნენ და პატიმრობის გაუსაძლის პირობებზე ისაუბრეს.

დღის ამბები