ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები დღეს მასშტაბურ აქციას გამართავენ. ბიზნეს სკოლას სხვა ფაკულტეტებიც უერთდებიან. ახალგაზრდები გათავისუფლებული ლექტორების აღდგენასა და დეკანის გადადგომას ითხოვენ.
ორგანიზატორების მტკიცებით, იმ შემთხვევაში თუ სტუდენტების მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, აქციები პერმანენტულ და მასშტაბურ ხასიათს მიიღებს.