06 ოქტომბერი 2024,   18:33
ვრცლად
სირიის კონფლიქტი და ერაყის ქურთისტანში ჩატარებული რეფერენდუმი - პუტინი ერდოღანს შეხვდა

სირიის კონფლიქტი და ერაყის ქურთისტანში ჩატარებული რეფერენდუმი იყო ვლადიმერ პუტინისა და რეჯეფ თაიპ ერდოღანის შეხვედრის მთავარი თემები. რუსეთისა და თურქეთის ლიდერებმა პირისპირ საათზე მეტ ხანს ისაუბრეს.

მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ პუტინმა განაცხადა, რომ სირიაში ომის შესაჩერებლად ყველა საჭირო პირობა უკვე შექმნილია და ამას რუსეთისა და თურქეთის საერთო წარმატება უწოდა.

ერდოღანის განმარტებით, მოსკოვი და ანკარა მხარს უჭერენ სირიისა და ერაყის ტერიტორიულ მთლიანობას და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ერაყში ჩატარებულ რეფერედუმს კანონიერი ძალა არ აქვს. 

დღის ამბები