18 ნოემბერი 2024,   13:20
ვრცლად
პროკურატურამ ორი ყოფილი მსჯავრდებულის მიმართ განაჩენის გადასინჯვის გადაწყვეტილება მიიღო

პროკურატურამ მოქალაქისთვის ჩამორთმეული ქონების დაბრუნების და ორი ყოფილი მსჯავრდებულის მიმართ კი, განაჩენის გადასინჯვის გადაწყვეტილება მიიღო.

საგამოძიებო უწყებაში აცხადებენ, რომ მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებით მურმან მუმლაძეს 2010 წელს იმდროინდელი მაღალჩინოსნის ბრძანებით ჩამორთმეული ბინა დაუბრუნდება.

„ჩვენ მივიღეთ გადასინჯვის გადაწყვეტილება, ჩავატარეთ სრულყოფილი გამოძიება, დავკითხეთ ახალი მოწმეები, ჩატარდა  ექსპერტიზები და მივედით იმ დასკვნამდე, რომ არსებობს ახლად გამოვლენილი გარემოება, რომელიც იძლევა საფუძველს მათი საქმეების გადასინჯვის,“-განაცხადა პროკურორმა კოკა კაციტაძემ.

დღის ამბები