18 ნოემბერი 2024,   13:22
ვრცლად
მამა გიორგი მამალაძე შიმშილობას აგრძელებს - ბრალდებული დეკანოზი ადვოკატმა მოინახულა

მამა გიორგი მამალაძე, რომელიც უკვე მეორე დღეა შიმშილობს, ადვოკატმა მოინახულა. გიორგი ფანცულაიას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მსჯავრდებული არც საკვებს და არც მედიკამენტებს იღებს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.

შიმშილობა მამა გიორგი მამალაძემ მას შემდეგ დაიწყო, რაც შვილთან დარეკვის და დაბადების დღის მილოცვის შესაძლებლობა არ მიეცა.

პარალელურად დაცვის მხარე საჩივარს ამზადებს და აპირებს საქალაქო სასმართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციოში გაასაჩივროს.

ამავე თემაზე
დღის ამბები