საპარლამენტო უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ კონსტიტუციის პროექტს საქართველოს პრეზიდენტი ვეტოს დაადებს.
„მე მაქვს მოლოდინი, რომ ისევ გვექნება კონსტიტუციის თემაზე ვეტოს საკითხის განხილვა,“ -აცხადებს ეკა ბესელია.
მიუხედავად ამისა, მმართველი გუნდი კვლავაც სთავაზობს გიორგი მარგველაშვილს მოტივრებული შენიშნვების სახით პარლამენტს მხოლოდ 2 საკითხი დაუბრუნოს უკან, ესაა ბონუსების სისტემის გაუქმება და 2020 წლის არჩევნებისთვის ერთჯერადად საარჩევნო ბლოკების დაშვება.
ქვეყნის პირველ პირს 8 დღე რჩება ახალ კონსტიტუციასთან დაკავშირებით გადაწყეტილების მისაღებად.