საქართველოს საპატრიარქოში სოფელ კუმურდოში მომხდარ დაპირისპირებაზე იმსჯელეს. შეხვედრას სახელმწიფო უწყებები, ქართული და სომხური ეკლესიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რის შემდეგაც გავრცელდა ერთობლივი მიმართვა.
განცხცასდებაში ნათქვამია, რომ სომეხთა სამოციქულო ეკლესია მე-10 საუკუნის ტაძარზე პრეტენზიას არ აცხადებს და მის ქართულ წარმომავლობას ადასტურებს.
ადგილზე არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით მხარეები მსჯელობას მომდევნო სხდომების ფარგლებში გეგმავენ, მანამდე კი, მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდებენ.