ერთკვირიანი აქციების შემდეგ, ისევ ორდღიანი ვადა, "ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე, "ბავშვთა სამყაროს" ხანძრის შედეგად დაზარალებულებს შეხვდა.
მოვაჭრეები "ქართული ოცნების" ოფისში იმყოფებოდნენ. მათ შეხვედრა მერობის კანდიდატთან და უმრავლესობის ლიდერთან ჰქონდათ. დაზარალებულებმა შენობა მას შემდეგ დატოვეს, რაც კახა კალაძიგან ზარალის შესწავლის დაპირება მიიღეს, დახმარებასთან დაკავშირებით პასუხი კი 2 დღეში უნდა იყოს.
„დაიბარებს ჩვენს ადვოკატებს, გაესაუბრება და ორ დღეში გაგვცემს პასუხს, რისი გაკეთებაც შეგვიძლიაო,“ - განაცხადა დაზარალებულმა ინგა ლაცუზმაიამ.