18 ნოემბერი 2024,   12:55
ვრცლად
ბათუმის მე-14 საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი დროებით შეჩერდა - მიზეზი გაზის ბალონის აალებაა

ბათუმის მე-14 საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი დროებით შეჩერდა. მიზეზი თხევადი გაზის ბალონის აალება გახდა. შემთხვევა იმ დროს მოხდა, როცა ბავშვები საუზმობდნენ. სკოლამდელი ასაკის სასწავლო დაწესებულებას შპს "აჭარ უინსეტი" ამარაგებს გაზით.

კომპანიაში აცხადებენ, რომ ბალონი ტექნიკურად გამართული იყო და აალება დაზიანებულმა მილმა გამოიწვია. ამ დროისთვის ბაღში სასწავლო პროცესი აღდგენილია.

დღის ამბები