18 ნოემბერი 2024,   12:36
ვრცლად
მოწმეთა ჩვენებების მედიასაშუალებებში გასაჯაროების საქმე - ადვოკატმა მია ზოიძემ პროკურატურას ჩვენება არ მისცა

ე.წ. ციანიდის საქმის ადვოკატმა მია ზოიძემ თბილისის პროკურატურას ჩვენება არ მისცა. უფლებადამცველმა უწყება ერთ საათში დატოვა. ადვოკატმა პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ ჩვენებაზე უარის თქმის მიზეზები განმარტა.

ზოიძე ამბობს, რომ პროკურატურამ გამოძიება მკვლელობის მომზადების მცდელობისთვის მსჯავრდებული დეკანოზის უფლებადამცველებისთვის თითის დაქნევის მიზნით დაიწყო.

ადვოკატის განცხადებით, მან გამოიყენა სისხლის სამართლის 49-ე და 50-ე მუხლები, რომლის მიხედვითაც, არავის აქვს ვალდებულება ჩვენება მისცეს საკუთარი თავის წინააღმდე.

„ჩვენი ყველა ადვოკატის აზრით, ეს გამოძიება არ არის გამოძიება და არის ერთგვარი თითის დაქნევა დაცვის მხარის მიმართ, სწორედ ამიტომ, უარი განვაცხადეთ და გამოვიყენეთ სისხლის სამართლის 49-ე და 50-ე მუხლები, ანუ ერთი შეეხება იმას, რომ ეს ინფორმაცია თუ ჩვენ გვაქვს ასეთი, არის საადვოკატო საქმიანობის შედეგად მიღებული ინფორმაცია და მეორე - არავინ არის ვალდებული მისცეს ჩვენება საკუთარი თავის ან მისი ოჯახის წევრის წინააღმდეგ,“ - განმარტავს ადვოკატი მია ზოიძე.

დეკანოზ გიორგი მამალაძის ინტერესების დამცველი პროკურატურაში, მოწმეთა ჩვენებების მედიასაშუალებებში გასაჯაროების ფაქტზე დაიბარეს.

დღის ამბები