18 ნოემბერი 2024,   12:52
ვრცლად
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წარმომადგენლებმა თბილისში შეხვედრები დაასრულეს

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წარმომადგენლებმა თბილისში შეხვედრები დაასრულეს. ვიზიტის ბოლოს ომბუდსმენის აპარატის ორგანიზებით, მათ სახელმწიფო უნივერსიტეტში საჯარო ლექცია ჩაატარეს. ისინი ხელისუფლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსაც შეხვდნენ. ასევე, პირადად ესაუბრნენ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად დაზარალებულებს.

დაახლოებით ერთ თვეში გახდება ცნობილი, ვინ იქნება სასამართლოს წარმომადგენელი საქართველოში, ოფისის გახსნა კი, იანვარში იგეგმება. დელეგაციის შემადგენლობაში ასევე არიან დაზარალებულთა დახმარების ფონდის ხელმღვანელი პირები.

სწორედ მათ უნდა შეიმუშაონ დახმარების კონკრეტული პროექტები. სასამართლო ომისა და კაცობრიობის წინაშე ჩადენილი შესაძლო დანაშაულის ფაქტებს იძიებს.

“უამრავი შეხვედრა გვქონდა მედიასთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, მთავრობასთან, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი 2008 წელს ჩადენილი დანაშაულებების შედეგად დაზარალებულ ადამიანებთან შეხვედრა იყო. ვიმყოფებოდით გორში და დაახლოებით 60 მათგანს ველაპარაკეთ. მივიღეთ საკმარისი ინფორმაცია. უზარმაზარი ამოცანა გვაკისრია, რომ ამ ადამიანებისთვის სამართლიანობა აღდგეს,”- განაცხადა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს კანცელარიის უფროსმა ჰერმან ვონ ჰებელმა.

დღის ამბები