18 ნოემბერი 2024,   12:50
ვრცლად
სომხური ეკლესია კუმურდოს ტაძარზე პრეტენზიას არ აცხადებს - განცხადებები სხდომის შემდეგ გაკეთდა

სომხური ეკლესია კუმურდოს ტაძარზე პრეტენზიას არ აცხადებს, "ეს ძეგლი საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას ეკუთვნის", - ამ თემაზე განცხადებები რელიგიის სახელმწიფო სააგენტოს სხდომის შემდეგ გაკეთდა. მანამდე კი, მე-10 საუკუნის ტაძარზე განცხადება სომეხთა სამოციქულო ეკლესიამაც გაავრცელა.

მიმართვაში ნათქვამია, რომ ადგილზე არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით მხარეები მსჯელობას მომდევნო სხდომების ფარგლებშიც გეგმავენ, მანამდე კი, მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდებენ. 

“იქნა გადაწყვეტილება მიღებული ძეგლის კუთვნილების თაობაზე და ეს ძეგლი ეკუთვნის საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას. როდესაც ხდება ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება, იქ რა თქმა უნდა, გათვალისწინებულ უნდა იქნას ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესიც და რადგანაც პოზიციები შეჯერდა, ეს იმას ნიშნავს, რომ მათ ეს სამუშაოები ჩაატარეს ან ასრულებენ ამ სამუშაოებს,“ - განაცხადა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანმა მამა მიქაელ ბოტკოველმა.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ადმინისტრაციული სამსახურის მთავარი იურისტის ვალერიან ლილუაშვილის თქმით, აღნიშნული საკითხი დადებითად გადაწყდება.

“სააგენტო ჩართულია კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან, სომხურ ეკლესიასთან, მართლმადიდებლურ ეკლესიასთან და შერიგების სამინისტროსთან ერთად. ჩემთვის როგორც ცნობილია, მიმდინარეობდა შეხვედრები, რომლებმაც დადებითად შეფასდა და შემდგომ გრძელდება შეხვედრები და დარწმუნებული ვარ, რომ ეს აღნიშნული საკითხი გადაწყდება დადებითად,“ - აღნიშნა ლილუაშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები