18 ნოემბერი 2024,   12:36
ვრცლად
რელიგიურ კონფესიებს სალოცავებისთვის მიწის ნაკვეთები გადაეცათ

რამდენიმე რელიგიურ კონფესიას სალოცავებისთვის მიწის ნაკვეთები გადაეცა. გადაწყვეტილებები რელიგიათა ეროვნული სააგენტოს სპეციალური კომისიის სხდომაზე მიიღეს.

მიწის ნაკვეთს მშენებლობისთვის მუსლიმური, კათოლიკური, იეზიდური და ლუთერანული კონფესიების წარმომადგენლები მიიღებენ.

„ლუთერანულ ეკლესიას თბილისში, ტერენტი გრანელის #15-ში 5 ათას 401 კვ.მ. მიწის ნაკვეთი გადაეცა, სადაც გერმანული ეკლესიაა განთავსებული. ასევე სასაფლაო. ასევე დაკმაყოფილდა იეზიდთა თემის სასულიერო საბჭოს შუამდგომლობა, როლებიც ლოტკინზე, მათ სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე, სალოცავის მშენებლობაზე და 350 კვ.მ. მიწის ნაკვეთი გადაეცა,“- განაცხადა  სააგენტოს იურისტმა, ვალერიან ლილუაშვილმა. 

დღის ამბები