18 ნოემბერი 2024,   12:22
ვრცლად
მომავალი წლიდან შესაძლოა, ექიმთა ხელახალი სერტიფიცირება დაიწყოს

მომავალი წლიდან შესაძლოა, ექიმთა ხელახალი სერტიფიცირება დაიწყოს. შესაბამის კანონპროქტზე პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტი უკვე მუშაობს. მიმდინარე წელს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს საჩივრით უკვე 100-ზე მეტმა პაციენტმა მიმართა. სამედიცინო შეცდომის გამო 161 ექიმიდან მხოლოდ 4-ს არ დაეკისრა პროფესიული პასუხიმგებლობა.

ექიმების დასჯას გამოსავლად არ მიიჩნევს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე. აკაკი ზოიძე მიიჩნევს, რომ სახელმწიფომ უფრო მეტად სამედიცინო შეცდომის პრევენციაზე უნდა იმუშაოს.

იმას, რომ ექიმების კვალიფიკაციის შესწავლა უნდა დაიწყოს, ეთანხმებიან ექიმთა ასოციაციაშიც. სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები სახელმწიფოს საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებას ურჩევენ და პრობლემიდან გამოსავალს დიპლომის შემდგომი განათლების კონცეფციის შემუშავებაში ხედავენ.

უცნობია, კონკრეტულად რომელიც დაწესებულების ექიმებს დაეკისრათ დაშვებული სამედიცინო შეცდომისთვის პასუხისმგებლობა. პაციენტების საჩივრების შესწავლა კვლავ მიმდინარეობს. ჯერჯერობით ასევე უცნობია რა პასუხიმგებლობა დაეკისრება იმ მედიკოსებს, რომელთა საქმეებსაც ჯანდაცვის უწყება სწავლობს.

დღის ამბები