18 ნოემბერი 2024,   12:34
ვრცლად
ნინოწმინდის რაიონის სოფელ გორელოვკაში ქართულ სკოლას საკუთარი შენობა აღარ აქვს

ნინოწმინდის რაიონის სოფელ გორელოვკაში ქართულ სკოლას საკუთარი შენობა აღარ აქვს. იქ, სადაც სომხური და რუსული სკოლები ცალკ-ცალკე არსებობს, ბოლო რამდნიმე წლის განმავლობაში ქართულენოვანი მოსწავლეებისთვის შენობა ვერ მოიძებნა. ბავშვებს რუსული სკოლის შენობაში მეორე ცვლაში უწევთ სწავლა.

რუსულ საშუალო სკოლას დღეს მთელი დღის განმავლობაში პოლიცია იცავდა. შენობასთან სოფლის მცხოვრებლები დღის სამი საათისთვის შეიკრიბნენ, იმ დროს, როცა ქართული სკოლის მოსწავლეებს გაკვეთილები უნდა დასწყებოდათ. აქციის მონაწილეები რამდენიმე საათის განმავლობაში უშედეგოდ ითხოვდნენ სკოლის დირექტორთან შეხვედრას. 

გორელოვკაში მცხოვრები უკმაყოფილო მშობლების პრეტენზიებს ადგილობრივ რესურს ცენტრში უსაფუძვლოს უწოდებენ. ნინოწმინდაში განათლების სამინისტროს წარმომადგენელი- გორელოვკაში წარმატებული ქართველი მოსწავლეების სტატისტიკას არ ფლობს და არც კვალიფიკაციის ნაკლებობის მქონე პედაგოგებზე აქვს ინფორმაცია.

გორელოვკის ქართულ სკოლაში სულ 60-მდე მოსწავლე ირიცხება. მშობლების ინფორმაციით, ბოლო პერიოდში ატესტატის აღება დამამთავრებელი კლასის 70%-მა ვერ შეძლო.  

დღის ამბები