18 ნოემბერი 2024,   12:42
ვრცლად
პოლიტიკაში წასვლის გადაწყვეტილება შესაძლოა, უფრო ადრეც მიმეღო - ზალიკო უდუმაშვილი

„პოლიტიკაში წასვლის გადაწყვეტილება შესაძლოა, უფრო ადრეც მიმეღო,“ - ამის შესახებ გადაცემა განსხვავებულ აქცენტებში ნაციონალური მოძრაობის თბილისის მერობის კანდიდატმა განაცხადა. თუმცა, მან აღნიშნა, რომ, როდესაც რუსთავი2-ის წინააღმდეგ ბრძოლა აქტიურად მიმდინარეობდა, მაშინ ამ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდა, რადგან გუნდს ვერ მიატოვებდა.

„ამას გარემოებები დაემთხვა, ჩვენ სამი წლის წინ ღია ომში ჩავერთეთ, მაშინ არანაირი მორალური უფლება არ მქონდა, რამე გადაწყვეტილება მიმეღო და იმ გუნდის გვერდით არ დავმდგარიყავი, რომელთანაც ამდენი წლების განმავლობაში ერთად მოვდიოდით,“ - აღნიშნა უდუმაშვილმა.

შეკითხვაზე, იყო თუ არა რუსთავი2-თვის დარტყმა, როცა ზალიკო უდუმაშვილმა ნაციონალური მოძრაობიდან მერობის კანდიდატად იყარა კენჭი, მან აღნიშნა, რომ ეს სამაუწყებლო კომპანიისთვის ხელის შემშლელი არ ყოფილა.

მერობის კანდიდატმა არჩევნების მეორე ტურის შესახებაც გააკეთა კომენტარი.

მე დარწმუნებული ვარ, რომ ძალთა გადანაწილება მოხდება და შესაძლოა, კონსოლიდაცია მოხდეს იმ კანდიდატის მიმართ, ვინც მეორე ტურში გავა. 

დღის ამბები