კონგოში დაკარგული ქართველი მფრინავის, სოსო ოსორაულის ოჯახი საგარეო საქმეთა სამინისტროს უმოქმედობაში ადანაშაულებს. დაკარგულის ძმების თქმით, კვლავ გაურკვეველი რჩება მათთვის რატომ ვერ ხერხდება ამ დრომდე მის შესახებ ზუსტი ინფორმაციის მოპოვება. ოსორაულის ოჯახის წევრები და ახლობლები მიმართავენ სგარეო საქმეთა სამინისტროს, თუ ოსორაული გარდაცვლილია, დროულად მოხდეს მისი საქართველოში გადმოსვენება.