18 ნოემბერი 2024,   12:40
ვრცლად
აზიური ფაროსანა დასავლეთ საქართველოში უკვე სახლებს შეესია - ადგილობრივები დახმარების მოლოდინში არიან 

დასავლეთ საქართველოს მოსახლეობა აზიურ ფაროსანას ებრძვის. მოსახლეობა შეწამვლას ითხოვს თუმცა, მწერის გასანადგურებლად მისი გამოყენება შეუძლებელია. მავნებელი, რომელმაც გურული გლეხი თხილის გარეშე დატოვა, ახლა სახლებს შეესია.

აზიურმა ფაროსანამ სენაკის რაიონშიც შეაღწია. სოფელში ცხოვრება, თითქმის, შეუძლებელია. ადგილობრივი მოსახლეობა დახმარებას ითხოვს და ხელისუფლების უყურადღებობაზე საუბრობს. გლეხები აზიურ მავნებელს საკუთარი ხერხით ებრძვიან.

„230 ათასი ლიტრი პრეპარატი შევისყიდეთ და გადავეცით რეგიონებს, სამეგრელოს, გურიის რეგიონებს, დაურიგდა თითოეულ მოსახლეს და ისინი თავიანთი ძალებით, ამ პრეპარატით მოახდენენ შესაბამის შეწამვლით ღონისძიებებს,“ - ამბობს მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის უფროსი ნიკა მესხი.

დღის ამბები