კახა კალაძე თბილისში მცხოვრებ ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებს შეხვდა და თბილისობა მიულოცა. სომეხი, აზერბაიჯანელი და ებრაელი ხალხის წარმომადგენლებთან შეხვედრებზე კახა კალაძემ თბილისის განვითარების ხედვაზე ისაუბრა და მათ მოსაზრებებსაც გაეცნო. თბილისის მერობის კანდიდატი, ასევე ეჩმიაძინის ტაძარს და სინაგოგას ესტუმრა.
„ჩვენი ქალაქი იმით არის განსხვავებული და მნიშვნელოვანი, რომ არის ძალიან ტოლერანტული. აქ ეროვნებას, სარწმუნოებას არ ეკითხებიან ადამიანებს,“ - აღნიშნა კახა კალაძემ.