ბლოკი „დემოკრატიული მოძრაობა-თავისუფალი საქართველო“ წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს. ბლოკის ლიდერებმა დღეს ამომრჩეველს ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარობის 4 კანდიდატი წარადგინეს. თვითმმართველობის არჩევნებში ბლოკის სახელით კენჭს იყრიან: მაია ცინცაძე, მაია მაისურაძე, დავით კუჭაშვილი და ნიკოლოზ ჯაში.
კანდიდატებმა ამომრჩეველს საკუთარი გეგმები გააცნეს.