სუამის საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს სხდომა დასრულებულია. ოფიციალური ნაწილის შემდეგ ორგანიზაციის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა თბილისის ქუჩებში გადაინაცვლეს და სახალხო სეირნობაში მონაწილეობა მიიღეს. მათ დავით ნარმანიამ უმასპინძლა. სტუმრები გაეცნენ ქართულ ტრადიციებს და დააგემოვნეს ქართული ღვინო.
„მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ ვუმასპინძლეთ მათ. ვანახეთ განახლებული აღმაშენებლის გამზირი. დააგემოვნეს ქართული ღვინო. ქართული ჩურჩხელა,“-განაცხადა დავით ნარმანიამ.
სტუმრებმა კი განაცხადეს, რომ განსაკუთრებული ატმოსფერო დახვდათ და ეს ყველგან იგრძნობოდა.