18 ნოემბერი 2024,   12:30
ვრცლად
ე.წ. მკვლელი სახლები - თბილისის მერობის კანდიდატების გეგმები ძველი თბილისის ისტორიული შენობების გადარჩენისთვის

ძველი თბილისის უბნებში სახლები, რომელებიც ძეგლის სტატუსის მატარებლები არიან, ნგრევას განაგრძობს. შენობების კედლებზე ბზარები სულ უფრო და უფრო ღრმავდება. სახლები, სადაც ერთ დროს გამოჩენილი ქართველები ცხოვრობდნენ, დღეს უმძიმეს მდგომარეობაშია. იქ მცხოვრები ადამიანებს კი ყოველი დღის გატარება საფრთხის ქვეშ უწევთ. ამის შესახებ ყველა შესაბამისი უწყება ინფორმირებულია.

სახელმწიფოს შენობების მოვლის სახსრები არ გააჩნია, ინვესტორებისთვის კი კომერციულად არამომგებიანია.

ისტორიულ უბნებში ძეგლის სტატუსის მქონე უამრავი სახლია, რომელიც გამაგრებას და აღდგენას საერთოდ აღარ ექვემდებარება. შენობები, სადაც ცხოვრება სიცოცხლისათვის საშიშია, მოსახლეობის ნაწილს უკვე მიტოვებული აქვს.

თბილისის მერობის კანდიდატები, ალეკო ელისაშვილი, ელენე ხოშტარია, ზაალ უდუმაშვილი და კახა კალაძე საკუთარ სამომავლო გეგმებზე საუბრობენ, თუ რას მოიმოქმედებენ და რა ნაბიჯებს გადადგამენ იმისთვის, რომ თბილისის ისტორიულ უბნებში, ძეგლის სტატუსის მქონე შენობები გადარჩეს. ძეგლის სტატუსის შენობების მფლობელებმა კი მერობის კანდიდატების გეგმები მოისმინეს.

დღის ამბები