18 ნოემბერი 2024,   12:40
ვრცლად
ნარკოტიკების ჩადების პრობლემა - ყოფილი პოლიციელი მის კოლეგებს ადანაშაულებს

ყოფილი პოლიციელი ახლა უკვე ყოფილ კოლეგებს ნარკოტიკული საშუალების ჩადებში ადანაშაულებს. ბაგრატ ჯანუაშვილი ამბობს, რომ მას მიზანმიმართულად დევნიან და 2014 წლის შემდეგ უკვე მესამედ ასამართლებენ.

ყოფილი კოლეგების მხრიდან, მის მიმართ განხორციელებული მიზანმიმართული დევნისა და ზეწოლის მიზეზად, ბაგრატ ჯანუაშვილი წინა მთავრობის დროინდელ მაღალჩინოსანთან, იმერეთის რეგიონის კონსტიტუციური უსაფრთხოების ყოფილ უფროსთან, კონსტანტინე არჩაიასთან და მის ძმასთან მეგობრობას ასახელებს. ბრალდებული ამბობს, რომ ნარკოტიკის ჩადების დროს თავისი ყოფილი კოლეგების განზრახვას მიხვდა და როდესაც მისი გაჩხრეკა დაიწყეს სპეციალურად დადგა სათვალთვალო კამერის წინ რომ ნარკოტიკის ჩადების ფაქტი დაფიქსირებულიყო, თუმცა დაცვის მხარის არაერთგზის მოთხოვნის მიუხედავად ამ ჩანაწერის ამოღებაზე უარი უთხრეს. ბრალდებული ფიქრობს, რომ ეს ვიდეომასალა უკვე განადგურებულია.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ჯანუაშვილის საქმის არსებითი განხილვა ექვს ოქტომბერს დაიწყო.

ავტორი: გიორგი გვიშიანი.

დღის ამბები