საქართველოს 2 რეგიონში, შიდა ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში ქართული ინფორმაცია თითქმის არ ვრცელდება. ორ რეგიონში ქართული ენა თითქმის არ გამოიყენება. ახალქალაქის მოსახლეობა ინფორმაციას ძირითადად რუსულად, თურქულად ან სომხურ ენაზე იღებს. ადგილობრივი მაცხოვრებლები ამბობენ, რომ ახალქალაქში სახელმწიფო ტელევიზია არ აქვთ და იქ ძირითადად რუსულ არხებს უყურებენ, ან სომხურს. ამბობენ, რომ ეთნიკურად სომხები, მსოფლიოში არსებული მოვლენების შესახებ, ახალქალაქში ინფორმაციას ძირითადად რუსული არხებით იღებენ.
იმავეს ამბობენ ნინოწმინდის მაცხოვრებლებიც. მათი თქმით, იქ ახალ ამბებს რუსული და სომხური არხებით ეცნობიან.
ჯავახეთში მოქმედებს საქართველოს კანონები, მუშაობს ეროვნულ ვალუტა, მაგრამ იქ პრაქტიკულად არ არის ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი ატრიბუტი, სახელმწიფო ენა. ჯავახეთში, ისევე როგორც ქვემო ქართლში, ქართულ ენაზე ინფორმაციას თითქმის არავინ არ იღებს.
სახელმწიფომ საზოგადოებრივი მაუწყებელი დაავალდებულა, ინფორმაცია უმცირესობათა ენებზე გაევრცელებინა. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ეთერში გაუშვა „მოამბე“ აზერბაიჯანულად, სომხურად, რუსულად, ოსურად და აფხაზურად. თუმცა ბოლო გადაცემის ეთერში გასვლიდან ერთი წელი გავიდა. დღეს არც პირველ, არც მეორე არხზე სპეციალიზებული „მოამბე“ აღარ გადის. მაუწყებელმა ტელე-ეკრანებიდან სპეციალურად ეთნიკური უმცირესობებისთვის, მათივე ენაზე მომზადებული საინფორმაციო გადაცემები მხოლოდ ვებ-გვერდზე გადაიტანა.
ეთნიკურად უმცირესობების ენაზე საზოგადოებრივი მაუწყებელი მოსახლეობას სთავაზობს ქართულ “მოამბეს“ სინქრონული თარგმანით. პროგრამას USAID წელიწადზე მეტია, აფინანსებს თუმცა, ეს საქართველოს ხაზინას უნდა დაეფინანსებინა.