18 ნოემბერი 2024,   12:50
ვრცლად
გურიაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა 

ავტოსაგზაო შემთხვევა გურიაში - ბათუმის მიმართულებით მოძრავი ავტომანქანა სოფელ წყალწმინდასთან გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, ხეს შეეჯახა და ამოტრიალდა.

ავტომანქანა სავარაუდოდ ნაწვიმარ გზაზე მოცურდა და მძღოლმა საჭის დამორჩილება ვერ შეძლო.

მანქანაში 3 მგზავრი იმყოფებოდა, სხეულის სხვადასხვა დაზიანებებით ისინი ფოთის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში მოათავსეს. ექიმების ინფორმაციით, ერთი მათგანის მდგომარეობა შედარებით მძიმეა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება. 

დღის ამბები