18 ნოემბერი 2024,   12:27
ვრცლად
პოლიციის მხრიდან მოქალაქეების უფლებებში ჩარევა, ხდება საკმაოდ ზოგადი და აბსტრაქტული საფუძვლებით - სოფო ვერძეული

კონტროლი სამართალდამცველების მიერ ჩადენილ დანაშაულზე - „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის“ ცენტრი კვლევას აქვეყნებს, სადაც ხარვეზებზეა საუბარი.

არასამთავრობო ორგანიზაციაში  ამბობენ, რომ საპოლიციო კონტროლის, როგორც შიდა ასევე გარე მექანიზმი არაეფექტურია, ეს ეხება სასამართლო პროცესებსა და გენერალური ინსპექციის ქმედებებს.

კვლევაში ყურადღება გამახვილებულია რეიდების კანონდარღვევით ჩატარებაზეც.

„პოლიციის მხრიდან მოქალაქეების უფლებებში ჩარევა ხდება საკმაოდ ზოგადი და აბსტრაქტული საფუძვლებით, რაც რა თქმა უნდა ქმნის რისკებს, რომ პოლიციამ თვითნებურად მოახდინოს მოქალაქის უფლებებში ჩარევა. იქნება ეს რეიდების გზით, პირადობის მოწმობის გადამოწმებით თუ პირების იდენტიფიცირების გზით. ბევრი დეპარტამენტი პოლიციის შემადგენლობაში არ ატარებს სამხრე ვიდეო კამერას,“-აცხადებს სოფო ვერძეული.

არასამთავრობო ორგანიზაცია გენერალურ ინსპექციაში რეფორმის გატარებისა და დამოუკიდებელი უწყების შექმნის აუცილებლობაზე საუბრობს, რომელიც პოლიციის მხრიდან ჩადენილ დანაშაულს შეისწავლის.

დღის ამბები