საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში აზიური ფაროსანა გამოჩნდა. მწერის კადრები ჟურნალისტებმა გადაიღეს.
შეგახსენებთ, რომ ორდღიანი კვლევის შემდეგ სოფლის მეურნეობის სამინისტრომ გამოაქვეყნა დასკვნა, რომ დედაქალაქში გავრცელებული მწერი, ნამდვილად აზიური ფაროსანაა, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს დედაქალაქი ისეთივე საფრთხის წინაშე დგას, როგორც დასავლეთ საქართველო.
დიდი რაოდენობით აზიური ფაროსანა ვაკის პარკში შენიშნეს, სწორედ ამიტომ მიღებულია გადაწყვეტილება ვაკის პარკის შეწამვლის შესახებ.