საჯარო ორგანოს დახურვას და საკრებულოს შენობასთან აქციის მონაწილეების დაკავებას, კონსტიტუციის დარღვევად აფასებს სახალხო დამცველი.
უჩა ნანუაშვილი გუშინ განვითარებულ მოვლენებს, ბრიუსელიდან გამოეხმაურა.
„არ შეიძლება ორგანოს დახურვა საზოგადოებისთვის, ეს არის კონსტიტუციით გარანტირებული უფლება, შესაბამისად დასწრება შეეძლოთ ზოგადად მოქალაქეებს. მაგრამ აქ ასევე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებსაც არ მიეცათ შესაძლებლობა შესვლის შენობაში.
ცალკე არის საუბარი იმ დარღვევებზე, რომელსაც ადგილი უშუალოდ აქციაზე ჰქონდა. დაკავებულია არაერთი პირი, რომელთაც გარკვეული დაზიანებებიც კი აღენიშნებათ სხეულზე და აქ ჩვენ ვხედავთ, რომ სერიოზულ დარღვევებს ჰქონდა ადგილი,“-განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.