თელავის რაიონის სოფელ აკურის საჯარო სკოლის შენობიდან მუშა ჩამოვარდა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ, სარემონტო სამუშაოების დროს მოხდა.
სკოლის დირექტორის განცხადებით, იატაკი ჩაინგრა და მუშა ქვეშ მოიყოლა. დაშავებული ხერხემლის დაზიანებით სასწრაფო დახმარების ბრიგადამ თელავის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანა.
შემთხვევის ადგილზე პოლიცია იმყოფება.