18 ნოემბერი 2024,   12:34
ვრცლად
ლიკა ქავჟარაძე საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს
ამ წუთებში თბილისში აბაშიძის ქუჩაზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული. დაახლოებით ერთი საათის წინ მსახიობი ლიკა ქავჟარაძე საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. წინასწარი მონაცემებით, ძალადობის კვალი არ აქვს და გარეგანი დაზიანებები არ აღენიშნება. მიზეზს ექსპერტ-კრიმინალისტები დაადგენენ.

გამოძიება დაწყებულია 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ლიკა ქავჟარაძე მისივე სახლში ახლობელმა იპოვა. ადგილზე იმყოფებიან ლიკა ქავჟარაძის კოლეგები, რომლებიც ამბობენ, რომ მომხდარის შესახებ ჯერ-ჯერობით არაფერი იციან.  

ლიკა ქავჟარაძეს 26 ოქტომბერს 58 წელი შეუსრულდებოდა.

მან მაყურებელს თავი არა ერთი სახასიათო კინო როლით დაამახსოვრა, მათ შორის გამორჩეულია მარიტას როლი თენგიზ აბულაძის ფილმში "ნატვრის ხე". 

მსახიობს ერთი ვაჟი ჰყავს.

მსახიობმა ბოლო ინტერვიუ გადაცემა "პროფილს" მისცა, სადაც ისაუბრა, რომ ის მხატვრობით იყო გატაცებული და უახლოეს მომავალში პერსონალური გამოფენისთვისაც ემზადებოდა.

დღის ამბები