18 ნოემბერი 2024,   12:40
ვრცლად
სოფელ ილემის ბაგა ბაღში 14 ადამიანი მოიწამლა

14 ადამიანი მოიწამლა სოფელ ილემის ბაგა ბაღში. 11 მცირეწლოვანი ბავშვი და 3 ზრდასრული ზესტაფონის კლინიკებში გადაიყვანეს. ინტოქსიკაციის სავარაუდო მიზეზად ტორტი სახელდება, რომელიც ჯგუფში მშობელმა მიიტანა.

ბაღების გაერთიანებაში აცხადებენ, რომ საკვების ბაღში შეტანას კანონი კრძალავს, შესაბამისად, ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, დადგება ადმინისტრაციის პასუხისმგებლობის საკითხი.

დღის ამბები