18 ნოემბერი 2024,   12:43
ვრცლად
ხელისუფლება საბიუჯეტო რეკლამის განაწილების მხრივ ნაციონალურ არხებს არათანაბარ პირობებში აყენებს - თამარ კინწურაშვილი 

"მედიის განვითარების ფონდი" კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას კანონის დარღვევაში ადანაშაულებს. ორგანიზაცია დღეს ანგარიშს წარადგენს, რომელშიც დარღვევებზე რამდენიმე მიმართულებით არის საუბარი. "მედიის განვითარების ფონდში" განმარტავენ, რომ მედიამაკონტროლებელი 29 მარტის შემდეგ კანონის მოთხოვნას არღვევს და მაუწყებელთა ფინანსურ მონაცემებს აღარ აქვეყნებს.

ორგანიზაცია ყურადღებას ამახვილებს ამავე პერიოდში სახელმწიფო უწყებების, მათ შორის ცესკოს მიერ ტელეკომპანია "იმედთან" გაფორმებულ სადაო კონტრაქტებზე.

პარალელურად, ანგარიშში საუბარია ხელისუფლების მიმართ კრიტიკულ სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ში საბიუჯეტო რეკლამის განთავსების მკვეთრი შემცირების ტენდენციაზეც.

კვლევაში ასევე მოხვდა საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომლობა ანტიდასავლურ და ღიად პრორუსულ მედიასთან.

„იკვეთება სურათი, რომ ხელისუფლება გარკვეულწილად არათანაბარ პირობებში აყენებს იგივე საბიუჯეტო რეკლამის განაწილების მხრივ, დიდ ნაციონალურ არხებს. თქვენს ტელევიზიას გასაჩივრებული აქვს მთავრობის კონსოლიდირებული ტენდერი, რომლითაც „იმედს“ მიეცა მონაწილეობის შესაძლებლობა და არ მიეცა „რუსთავი 2“-ს. ეს ასახავს ხელისუფლების გარკვეულწილად დამოკიდებულებას. თითქმის ოთხჯერ არის შემცირებული „რუსთავი 2“-ში რეკლამის განთავსების თანხები, როდესაც „იმედზე“ პირიქით, სამმაგად არის გაზრდილი,“ - აცხადებს „მედიის განვითარების ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი, თამარ კინწურაშვილი.

დღის ამბები