18 ნოემბერი 2024,   12:38
ვრცლად
პოლიტიკური ნიშნით დასაქმება და ბიუროკრატიული ხარჯების ზრდა თბილისის მერიაში - IDFI

პოლიტიკური ნიშნით დასაქმება და ბიუროკრატიული ხარჯების ზრდა თბილისის მერიაში - დარღვევებზე ანგარიშს დღეს IDFI წარმოადგენს. ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ დედაქალაქის საბიუჯეტო სახსრების გახარჯვა არამიზნობრივად ხდება, მათ შორის ძვირადღირებული ავტოპარკის შესაძენად.

ანგარიშის თანახმად, ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა მერიაში დასაქმებულთა რიცხვი. „ინფორმაციის თავისუფელბის განვითარების ინსტიტუტში“ ვარაუდობენ, რომ ადგილი პოლიტიკური მხარდამჭერების დასაქმებას აქვს.

"2016 წლის მდგომარეობით დაახლოებით 8 ათასი თანამშრომელია უკვე დასაქმებული მთლიანად მუნიციპალურ დაწესებულებებში. როდესაც ხელოვნურად ხდება ბიუროკრატიული აპარატის ზრდა, იქ იყოს დასაქმება პოლიტიკური ნიშნით, ასევე მიყვანილი იყოს პარტიული თანამშრომელი,“ - აცხადებს "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI)” ანალიტიკოსი  გოგა თუშურაშვილი. 

დღის ამბები