18 ნოემბერი 2024,   12:52
ვრცლად
ყიზილაჯლოში დაჭრილი ორი პირი რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება

თავდასხმა ყიზილაჯლოში "ქართული ოცნების" შტაბზე. დაჭრილია ხუთი ადამიანი, მათ შორის მმართველი პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ჯეიხუნ ჩოვდაროვი და საკრებულოს მოქმედი დეპუტატი.

ყიზილაჯლოში მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ ექსპერტ კრიმინალისტები. შემთხვევის ადგილზე შინაგან საქმეთა მინისტრიც ჩავიდა.

ამ დრომდე მძიმეა თავდასხმის დროს დაჭრილი ორი პირის მდგომარეობა. მათ გადაუდებელი ოპერაცია მარნეულის საავადმყოფოში ჩაუტარდათ. ისინი რეანიმაციულ განყოფილებაში რჩებიან. შემთხვევის დროს დაჭრილ კიდევ სამ პირს კი, მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებათ. მარნეულში ჩავიდა ჯანდაცვის მინისტრიც.

ყიზილაჯოში მომხდარზე კომენტარი ოპოზიციაშიც გაკეთდა. ოპოზიციური პარტიები ამტკიცებენ, რომ თავდასხმა "ქართული ოცნების" რაიონულ ორგანიზაციაში შიდა დაპირისპირების გამო მოხდა და მიაჩნიათ, რომ ეს წინასაარჩევნო გარემოზე ნეგატიურად იმოქმედებს.

მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო.

დღის ამბები