თბილისის ცენტრალურ სარკინიგზო სადგურზე უკვე 3 დღეა რუსული მატარებელი ოქროს არწივი დგას. საქართველოს რკინიგზის განმარტებით, მატარებელი ბრიტანულ კომპანიას ეკუთვნის და მას ტურისტების ჯგუფი ევროპასა და აზიაში გადაჰყავს, საქართველოს კი მხოლოდ სატრანზიტო დერეფნად იყენებს, რომლისთვისაც თანხას იხდის.
“ეს მატარებელი, ტურისტული მატარებელი, ე.წ. ოქროს არწივი შემოდის უკვე მესამე წელია, წელიწადში ერთხელ. შემოდგომაზე ხდება ხოლმე, ამ პერიოდში როგორც წესი. ეს არის ტურისტული მატარებელი, რომელიც შემოდის აზერბაიჯანიდან, მოჰყავს ტურისტები, აქ ათვალიერებენ საქართველოს ღირსშესანიშნაობებს, ბრუნდება უკან და მერე გადადის შუა აზიის რესპუბლიკებში,“ - განაცხადა საქართველოს რკინიგზის ფილიალ მგზავრთა გადაყვანის დირექტორის მოადგილემ ხარიტონ შალამბერიძე.
საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, მატარებელი ოქროს არწივი საქართევლოში 17 ოქტომბერს შემოვიდა და ქვეყანას 22 ოქტომბერს დატოვებს.