18 ნოემბერი 2024,   12:41
ვრცლად
"ქართული ოცნება" საარჩევნო კომისიების "არასაიმედო" თავმჯდომარეებს ცვლის

არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე "ქართული ოცნება" საარჩევნო კომისიების "არასაიმედო" თავმჯდომარეებს ცვლის. ვაკის 52-ე საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ამტკიცებს, რომ არჩევნებამდე 10 დღით ადრე პოსტი ზეწოლის შედეგად დაატოვებინეს. ლალი პაპიაშვილის თქმით, განცხადება მის ნაცვლად, კომისიაში "ქართული ოცნების" წარმომადგენელმა დაწერა და ხელის მოწერა აიძულა.

ზეწოლასა და შანტაჟში კომისიის თავმჯდომარე შინაგან საქმეთა სამინსიტროს მოქმედი თანამშრომლისა და პარლამენტის ყოფილი წევრის ლუკა კურტანიძის შვილს, ანა კურტანიძეს ადანაშაულებს, რომელიც ახლა ვაკეში, პარტია "ქართული ოცნების" წარმომადგენელია. თავად კურტანიძე ბრალდებებს უარყოფს და ამბობს, რომ ლია პაპიაშვილისთვის პოსტის დატოვება არასდროს უთხოვია

არჩევნებამდე 10 დღით ადრე საუბნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობიდან წასვლაში უცნაურს ვერაფერს ხედავს ცესკოს თავმჯდომარე. თამარ ჟვანია აცხადებს, რომ ლია პაპიაშვილმა გადაწყვეტილება პოსტის დატოვების შესახებ პირადად მიიღო, თუმცა რა გარემოებები უძღოდა წინ ამ გადაწყვეტილებას, ცესკოს თავმჯდომარისთვის უცნობია.

52-ე საარჩევნო უბნის უკვე ყოფილმა თავმჯდომარემ შესაძლოა სამართლებრივი დავაც დაიწყოს. ლია პაპიაშვილი სარჩელით სასამართლოს იურისტებთან კონსულტაციის შემდეგ მიმართავს.

დღის ამბები