30 სექტემბერი 2024,   13:33
ვრცლად
საარჩევნო უბნების დახურვისთანავე "რუსთავი 2" "ედისონ რისერჩის" მიერ ჩატარებულ ეგზიტპოლებს გამოაქვეყნებს

საარჩევნო უბნების დახურვისთანავე  „რუსთავი 2“-ის ერგზიტპოლის შედეგებს გამოაქვეყნებს.

ეგზიტპოლს, "რუსთავი 2"-ის დაკვეთით, მსოფლიოში ცნობილი და ავტორიტეტული ორგანიზაცია, "ედისონ რისერჩი" ატარებს.

ამერიკული საერთაშორისო კომპანია, "ედისონ რისერჩი," მაღალი პროფესიული სტანდარტის მქონე ორგანიზაციაა, რომელიც იცავს საერთაშორისო დონეზე აღიარებულ პროფესიული ქცევისა და ეთიკის ნორმებს.

“შეერთებულ შტატებში ვატარებთ ეგზიტპოლს ისეთი მედიაორგანიზაციებისთვის, როგორებიცაა ABC, NBC, CBS და CNN საქართველოში მესამედ ვატარებთ. თბილისის მასშტაბით 75 ლოკაციაზე გამოვკითხავთ ხალხს, ასევე ჩავატარებთ ეგზიტპოლს ქუთაისში 25 უბანზე. "ედისონ რისერჩი" შეერთებული შტატებისა და მსოფლიოს მასშტაბით უკვე 23 წელია მუშაობს. 2003 წლიდან ეგზიტპოლს ვატარებთ როგორც საპრეზიდენტო, ასევე კონგრესის არჩევნების დროს ყველა წამყვანი ამერიკული ტელეარხისთვის. საქართველოში კი პირველად 2012 წელს, მეორედ კი 2014 წელს ვიმუშავეთ,”-განაცხადა "ედისონ რისერჩის" აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ლენდსკიმ.

ეგზიტპოლის შესაძლო ცდომილება, დაახლოებით 3 პროცენტია.

დღის ამბები