18 ნოემბერი 2024,   12:24
ვრცლად
"სამ ბიულეტენში სამი სხვადასხვა სუბიექტი შემოვხაზე" - პრეზიდენტმა საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა

საქართველოს პრეზიდენტმა საკუთარი არჩევანი ჩიტაძის ქუჩაზე, 47-ე საჯაროს სკოლაში გახსნილ მეექვსე საარჩევნო უბანზე გააკეთა. გიორგი მარგველშვილის ოჯახის წევრების გარეშე მივიდა საარჩევნო უბანზე. გიორგი მარგველაშვილმა მოქალაქეებს მოუწოდა მივიდნენ საარჩევნო უბანზე და საკუთარი არჩევანი დააფიქსირონ. 

„მოგიწოდებთ ყველას იყოთ ძალიან აქტიურები. დღეს წყდება ბედი ძალიან ბევრი საკითხი, რაც მნიშვნელოვანია. თვითმმართველობს არჩევნებმა უნდა გადაწყვიტოს ძალიან ბევრი  ჩვენი ყოველდღიური პრობლემა და საჭიროება. ამ არჩევანით ჩვენ ვაკეთებთ არჩევანს უკეთესს თვითმმართველობაზე, უფრო ჩართულ თვითმმართველობაზე, სადაც ხალხს ექნება უფრო მეტი ხმა, სადაც ადგილობრივი თვითმმართველობა მოუსმენს იმას,  რაც უნდათ მოქალაქეებს  და აქედან გამომდინარე შექმნის უკეთეს ყოფას ჩვენს ყოველდღიურ დღეს,“-განაცხადა პრეზიდენტმა.

გიორგი მარგველაშვილის თქმით თვითმმართველობა ახლა იქმნება და ახალმა არჩეულმა მერებმა უნდა მოუსმინონ ხალხს. პრეზიდენტის განცხადებით მან სამივე ბიულეტენში სამი სხვადასხვა სუბიექტი შემოხაზა.  

„მე ჩემი ხმა და ის სამი ბიულეტენი, რომელიც მომცეს გამოვიყენე შემდეგნაირად. ამ სამივე ბიულეტენში სამი სხვადასხვა სუბიექტი შემოვხაზე,“-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. 

დღის ამბები