დღის განმავლობაში მედიაცენტრში 20 პრესკონფერენციაა ჩანიშნული. ზუსტად ერთ საათში პირველ პრესკონფერენციას ახალგაზრდა იურისტები გამართავენ.
არასამთავრობო ორგანიზაციებში ამბობენ, რომ მათი დამკვირვებლები საარჩევნო უბნებზე არსებულ მდგომარეობას აკვირდებიან.
"სამართლიანი არჩევნები არჩევნების დღეს აკვირდება ხმების პარალელური დათვლის მეთოდოლოგიით. ეს არის სტატისტიკურად გამართული და ინოვაციური მეთოდი, რომელიც საშუალებას გვაძლევს, რომ მთელი საქართველოს მასშტაბით არჩევნების მიმდინარეობის სურათის შეფასება მოვახდინოთ,“ - განაცხადა ”სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” აღმასრულებელმა დირექტორმა მიხეილ ბენიძემ.
საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცესს აკვირდება ”მრავალეროვანი საქართველოც.” როგორც ორგანიზაციაში ამბობენ, ”მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებლები არიან იმ რეგიონებში, სადაც კომპაქტურად დასახლებულები არიან ეთნიკური უმცირესობები.
„ძირითადად ვაკვირდებით ჩვენ ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში და გვექნება 5 ოლქში ეს არის მარნეული, რუსთავი, გორი ახალციხე და ახალქალაქი,“-განაცხადა ”მრავალეროვანი საქართველოს” საარჩევნო სამონიტორინგო პროგრამის კოორდინატორმა ირმა ბასილაშვილიმა.
არჩევნებს 6 არასამთავრობო ორგანიზაცია აკვირდება.